Thursday, January 30, 2014

Game of Thrones ბრუნდება !



  ამერიკული ტელეარხის HBO-ს ეპიკური სერიალი სამეფო კარის თამაშები ტელეეთერში 2014 წლის აპრილიდან ბრუნდება. სერიალის შემქმნელებმა უკვე გაავრცელეს 4–ე სეზონის თრეილერი და დაანონსეს, რომ 4–ე სეზონის პირველი სერია ექსკლუზიურად HBO-ს ეთერში 1 აპრილს 9 საათზე გავა.
  ამ დრომდე მაყურებელს სერიალის 3 სეზონი და 30 სერია აქვს ნანახი, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სერიალს მსოფლიო აღიარება მოეპოვებინა. "სამეფო კარის თამაშები" ასევე გახდა "ოქროს გლობუსის" ნომინანტი საუკეთესო სერიალის კატეგორიაში, ხოლო მსახიობი პიტერ დინქლეიჯი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს გლობუსით დააჯილდოვეს.


  სერიალი შექმნილია ამერიკელი მწერლის ჯორჯ რ.რ. მარტინის ნაწარმოების  "ცეცხლისა და ყინულის სიმღერის" მიხედვით. ნაწარმოები პირველად 1996 წელს დაიბეჭდა. მეორე ნოველა "დრაკონის სისხლი"  2011 წელს გამოვიდა და და "ნიუ იორკ თაიმსმა" ის წლის ბესთსელერად დაასახელა. 
  სერიალის პირველი სეზონის პრემიერა HBO-ს ეთერში 2011 წლის აპრილში შედგა. სერიალმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და რეიტინგებში მუდმივად იყო პირველ სამეულში. 

შეგიძლიათ ნახოთ სერიალის 4–ე სეზონის თრეილერი.   



იხილეთ ფოტოგალერეა: 

















No comments:

Post a Comment