Wednesday, February 5, 2014

10 რამ, რაც ზრდასრულ ქალბატონს უნდა ქონდეს



  30 წლამდე ქალს მეტი თავისუფლება აქვს, მას შეუძლია ექსპერიმენტები ჩაატაროს როგორც თავის გარეგნობაზე, ასევე სტილსა თუ თმის ფერზე. ეს ნორმალურიცაა და არც არავისთვის იქნება გასაკვირი.
მაგრამ როდესაც ქალი უკვე 30 წლის ხდება, მას საზოგადოება გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს. თუკი გინდათ, რომ თქვენ სერიოზულ და წარმატებულ ქალად აღგიქვან ამ ჩამონათვალიდან ყველა ნივთს უნდა ფლობდეთ. მაშ ასე :

1. კლასიკური შავი ფეხსაცმელი – ის თქვენს დახვეწილობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.


 2. პიჯაკი – იმ შემთხვევაშიც, კი თუ თქვენ ხელოვნების ან კულტურის სფეროში მოღვაწეობთ ასეთი დახვეწილი პიჯაკი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მხოლოდ თქვენ ტანზეა შეკერილი, თვქენ გარდერობში უნდა არსებობდეს. ის მეტად საქმიან იმიჯს შეგიქმნით და თქვენს მოდურობას გაუსცვამს ხაზს.


3. თქვენი საყვარელი ყვავილი – ეს თქვენი ერთგვარი ხელწერა იქნება , რომელიც ყველას ეცოდინება იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს  დღესასწაულის მოლოცვა  ან სულაც ყურადღების გამოხატვა უნდა.  ასევე, თუკი ისინი წვეულებაზე მოხვდებიან, რომელიც თქვენი საყვარელი ყვავილებით იქნება გაფორმებული, არ გაუჭირდებათ იმის მიხვედრა რომ ეს თქვენი წვეულებაა.


 4. ძვირფასი საათი –ეს თქვენს სტილსა და დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს.

5. თვქენი საყვარელი ტუჩსაცხი – რა თქმა უნდა არაა აუცილებელი ის ყოველდღე ატაროთ, თუმცა ის თვქენი სტილის ამოსაცნობად საუკეთესო საშუალებაა.  


 
6. სუნამო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა კარგად გეცვათ და მოდურად გამოიყურებოდეთ, თუმცა თქვენს ვიზუალს დასრულებულ სახეს სწორედ სუნამო აძლევს. ასე რომ აირჩიეთ საყვარელი სუნამო. 



7. სამკაული, რომელსაც მუდმივად ატარებთ – ესეც თქვენი სტილის ნაწილია და მისით აუცილებლად დაინტერესდებიან. ეს შესაძლოა იყოს, საყურე, ბეჭედი ყელსაბამი ან სამაჯური. 


8. საყვარელი ხელოვანი – არ არის აუცილებელი ის ცნობილი იყოს, შესაძლოა ის იყოს უცნობი ფოტოგრაფი, რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ, თუმცა ძალიან მოგწონთ. მთავარია თქვენს სახლში იყოს მისი ნამუშევარი, რომელიც მოგწონთ და გაბედნიერებთ. 


9. ჩანთა სამუდამოდ – გააკეთეთ ინვესტიცია ისეთ რამეში, რაც არასდროს გადის მოდიდან. ჩანთა ამისთვის საუკეთესო ვარიანტია.

10. შავი პატარა კაბა –  ის ყოველთვის დაგეხმარებათ გამოუვალ სიტუაციებში, როცა არ იცით რა ჩაიცვათ. 




მასალა მომზადებულია www.harpersbazaar.com მიხედვით 

No comments:

Post a Comment