Wednesday, February 5, 2014

რა ჩავიცვათ პაემანზე - რჩევები მოდის მიმდევრებისგან

  ყველა ქალი დგება რთული დილემის წინაშე - რა ჩაიცვას პირველ პაემანზე. ეს საკითხი სანერვიულო სულაც არ არის, თუ შემოქმედებითად და, ამავდროულად, პრაქტიკულად მიუდგებით. იდეების გენერირებაში ეს სტატია დაგეხმარებათ.

1. ოლივია პალერმო გვირჩევს, რომ პაემანზე ჩავიცვათ შავი მოკლე შორტი, თეთრი პიჯაკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ფერიც, უმჯობესია, მაისურის ფერს შეესაბამებოდეს.




2. თუ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე სექსუალურად გამოიყურებოდეთ და ყურადღება თქვენს სხეულზე გამახვილდეს, მაშინ ტყავის შავი ქვედაბოლო და თხელი მაისური ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.



3. თუ თქვენს რჩეულთან ერთად კარაოკე-კლუბში ან ბოულინგის სათამაშოდ მიდიხართ, მაშინ უმჯობესია ყოველდღიური ჯინსის შარვალი და მაისური ჩაიცვათ, რომელსაც თავისუფლად შეუსაბამებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.



4. თუ პამენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თქვენ ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ შესაბამისი სამოსი, მაშინ სასწრაფოდ შეწყვიტეთ წუწუნი და ჩაიცვით შავი კაბა ფერად ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად და გაიკეთეთ სექსუალური ვარცხნილობა, რომელიც თქვენს ჩაცმულობასთან სრულ სინთეზში იქნება.



5. ყვავილებიანი მაისური, პატარა კორსეტით უფრო მეტად დახვეწილია, ვიდრე ვულგარული, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ შეუსაბამოთ მას ვიწრო შავი შარვალი და  ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი.



6. ჭრელი საზაფხულო შარვალი და გამჭვირვალე შავი მაისური სწორედაც რომ პაემნისთვის არის განკუთვნილი. მერე რა, თუ თქვენ მაისურის ქვეშ ლიფი გამოგიჩნდებათ. ნუთუ არსებობს კაცი, რომელსაც ეს არ მოეწონება? 



7. ყვითელ მუხლამდე კაბას თუ ჯინსის მოკლე ქურთუკს მოარგებთ და ამ სამოსთან ერთად დასავლური სტილის ქუსლიანი ფეხსაცმლით შეიმოსებით, უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ თქვენთვის საყვარელ ადამიანზე.



8. შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ თქვენს მოხდენილ ფეხებზე, რისთვისაც ტანზე მომდგარი ჯინსი დაგჭირდებათ. ბუნებრივია, არ უნდა დაგავიწყდეთ სამაჯური, სათვალე და ჩანთა, რომლებიც პაემანზე წასასვლელად აუცილებელი აქსესუარებია და თუ გსურთ, რომ თქვენი სხეული ყურადღების ცენტრში მოექცეს, ამისათვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაგჭირდებათ.



9. თუ რჩეულთან ერთად საღამოს წვეულებაზე მიდიხართ, მაშინ კოქტეილის კაბა, რომლის ფერიც კანის ფერს უნდა შეესაბამებოდეს, საუკეთესო სამოსი იქნება. ხოლო თუ თქვენ ამ საღამოზე ცეკვა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ საშუალოქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად დაგჭირდებათ. 



10. თუ თქვენთვის საყვარელ მამაკაცთან ერთად დღის განმავლობაში ფეხით სიარული გიწევთ, მაშინ უმჯობესია, მოსახერხებელი სამოსი ჩაიცვათ, ისეთი როგორიცაა ჯინსის შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი.



11. ზაფხულის ცხელ დღეს დაგეგმილ პაემანს ყველაზე მეტად თხელი კაბა და ფერადი სათვალე უხდება.



12. თუ გსურთ პაემანზე სექსუალურად და დახვეწილად გამოიყურებოდეთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ კაბა, რომელსაც წელის ან ზურგის ნაწილი ამოღებული ექნება, ამით გამოიკვეთება თქვენი სილუეტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დახმარებით, ხაზს გაუსვამთ თქვენს მიმზიდველობასა და სექსუალურობას.



13. პაემანზე აუცილებლად უნდა გასუვათ ხაზი თქვენი სხეულის განსაკუთრებულად სექსუალურ ნაწილებს, როგორებიცაა მკერდი და თეძოები, ამისათვის დაგჭირდებათ ვიწრო ფერადი კაბა, რომელიც უფრო დახვეწილსა და სექსუალურს წარმოგაჩენთ.



14. თეთრი კაბა შესაბამისი აქსესუარებითა და ფეხსაცმლით პაემანზე წასასვლელად საუკეთესო სამოსია. მისი დახმარებით, თქვენ იკაშკაშებთ!



15. არ შეგეშინდეთ პაემანზე ერთი ფერის ზედა და ქვედა სამოსის ჩაცმა, ამის გამოსწორება განსხვავებული ფერის ფეხსაცმლით არის შესაძლებელი და თქვენი ჩაცმულობაც უფრო გემოვნებიანი და დახვეწილი იქნება.



სტატია მომზადებულია www.glamour.com-ის მიხედვით

No comments:

Post a Comment