Monday, January 27, 2014

კრისტიან დიორი ოსკაროსან მსახიობს ჯენიფერ ლოურენსს 20 მილიონს სთავაზობს


    "კრისტიან დიორი"  ოსკაროსან მსახიობს ჯენიფერ ლოურენსს  მომდევნო სამი წლის განმავლობაში გლამურულ ჰოლივუდურ წვეულებებზე მისი სამოსის ტარებისთვის 20 მილიონამდე ამერიკულ დოლარს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე   ლოურენსის აგენტები უკვე მართავენ მოლაპარაკებებს  ფრანგული მოდის სახლის "დიორის" წარმომადგენლებთან.


  ლოურენსი უკვე არის "დიორის" სახე და 2013 წლის "მის დიორის" კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული. დიზაინერმა რალფ სიმონსმა ახალგაზრდა ვარსკვლავი დაახასიათა, როგორც კლასიკური გარეგნობისა და მკაცრი ხასიათის მქონე ქალი. ლოურენსმა მანამდეც არაერთხელ  შეაჩერა არჩევანი "დიორის"მოდის სახლზე და ჰოლივიდურ წვეულებებზე ფრანგული მოდის სახლის საუკეთესო ლუქებით იწონებდა თავს.  


მასალა მომზადებულია www.cosmopolitan.com მიხედვით 

No comments:

Post a Comment