"კრისტიან დიორი" ოსკაროსან მსახიობს ჯენიფერ ლოურენსს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გლამურულ ჰოლივუდურ წვეულებებზე მისი სამოსის ტარებისთვის 20 მილიონამდე ამერიკულ დოლარს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ლოურენსის აგენტები უკვე მართავენ მოლაპარაკებებს ფრანგული მოდის სახლის "დიორის" წარმომადგენლებთან.
