
ფაქტობრივად, ნომინაციების უმრავლესობა წინასწარ პროგნოზებს დაემთხვა, ის რომ „გრავიტაცია“ , "ამერიკული აფერა“ და „მონობის 12 წელი“ დომინანტი ფილმები იქნებოდნენ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ასევე მერილს სტრიპის ნომინირება ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის მარტინ სკორსეზეს წარდგენა არავისთვის იყო მოულოდნელი. მართალია არცერთი მათგან ამ ნომინაციებს არ იმსახურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით აკადემიის წევრები უპირობოდ გენიალურად აღიარებენ მათ ნებისმიერ ნამუშევარს.
რა თქმა უნდა ის, რომ პროგნოზები გამართლდა თავისთავად არ გულისხმობს, რომ სწორი არჩევანი იყო გაკეთებული. საბოლოოდ ოსკარების დაჯილდოვება, მაინც ცნობილი სახეების თამაშებია და არავის სჯერა სერიოზულად რომ ის ნამდვილი ფასეულობების საზომად შეიძლება აღვიქვათ. ეს თამაში ცხენების რბოლას გავს, ჰოლივუდის დოღია-წამყვანი ცხნებით, შავი ცხენებით და უსამართლოდ თამაშგარე დარჩენილებით. და მაინც, შემოგთავაზებთ პროგნოზებს როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფინიშის ხაზთან.
საუკეთესო მსახიობი ქალი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: გაბი ჰოფმანი
შავი ცხენი : ემი ადამსი- მისი ექსტრაორდინარული როლი, საბოლოო შტრიხია იმისთვის რომ „ამერიკული აფერა“ შეგიყვარდეთ.
გამარჯვებული: ქეით ბლანშეტი-ყველა ფიქრობს, რომ მან მართლაც საუკეთესო წარმოდგენა აჩვენა.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: ოსკარ ისააკი.
შავი ცხენი: ლეონარდო დიკაპრიო
გამარჯვებული: მეთიუ მაკკონაჰი-ყველა თანხმდება, რომ ეს მისი წელია.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: ჯოანა სკანლანი-მის მიერ შესრულებული მისის ჩარლზ დიკენსი ფილმში „უხილავი ქალბატონი“ საუკეთესო ნამშევარი იყო მთელი წლის განმავლობაში.
შავი ცხენი: ჯუნ სქუიბი-30 წელს გადაცილებული ყველა მსახიობი ოცნებობს, რომ ოდესმე“ ნებრასკასნაირ“ ფილმში ითამაშებს.
გამარჯვებული: ლუპიტა ნუონგო, როგორც წესი აკადემიას უყვარს ახალბედების დაჯილდოვება და ის მართლაც კარგია, ფილმში „მონობის 12 წელი“
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: დანიელ ბრუხი
შავი ცხენი: ჯონა ჰილი, ის აკადემიის წევრებს უბრალოდ ართობს.
გამარჯვებული: ჯარედ ლეტო, აკადემია უბრალოდ ჭკუას კარგავს, წონის დაკლებისა და ტრანსგენდერების თემებზე.
საუკეთესო რეჟისორი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: ჯოელ და ეთან კოენები, მათი ნამუშევარი უბრალოდ ვერ დააფასეს.
შავი ცხენი: დავიდ ო რასელი
გამარჯვებული: ალფონსო ქუარონი, მისი დიდებული ნამუშევრის „გრავიტაციის“ ყურება ნადმვილად ღირს.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: არც კი ღირს საუბარი ...
შავი ცხენი: „გაწყვეტილი წრე“
გამარჯვებული: „ნადირობა“ , თუმცა ასევე იმსახურებს „დიდებული სილამაზეც“ გამარჯვებას.
საუკეთესო ფილმი:
უსამართლოდ უგულებელყოფილი: „ლევინ დევისის შიგნით“
შავი ცხენი: „ გრავიტაცია“
გამარჯვებული: „მონობის 12 წელი“ , მართალია გასულ წელს აკადემიამ ისეთი ფილმის ჩანაცვლება როგორიც „ლინკოლნი“ იყო, „არგოთი“ გაბედა, თუმცა არამგონია წელსაც მოხდეს მსგავსი რამ და „ამერიკული აფერა“ დაასახელონ საუკეთესო ფილმად, მაშინ როცა ნომინანტებს შორის მონობის თემაზე შექმნილი ეს არაჩვეიულებრივი ფილმია. თუმცა კი ფაქტია, აკადემიის წევრების ამის დიდი სურვილი ექნებათ.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „Vogue“-ში გამოქვეყნებული ჯონ პაუერსის მიმოხილვის მიხედვით.
No comments:
Post a Comment