Showing posts with label მერილ სტრიპი. Show all posts
Showing posts with label მერილ სტრიპი. Show all posts

Thursday, January 23, 2014

2014 წლის ოსკარის ნომინაციების გამარჯვებულები, დამარცხებულები და შავი ცხენები

ოსკარების ნომინატთა დასახელება, ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე. არც 2014 წელი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. რობერტ რედფორდისა და ტომ ჰენქსის ნომინაციების მიღმა აღმოჩენა მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის, მაშინ როცა ლეონარდო დიკაპრიო და რაც კიდევ უფრო მოულოდნელი იყო კრისტიან ბეილი არიან ნომინატთა სიაში ამის ნათელი მაგალითია. საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში არ წარადგინეს ემა ტომპსონი (ფილმისთვის გადავარჩინოთ მისტერ ბენქსი) მაგრამ წარადგინეს მერილ სტრიპი ფილმისთვის „აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო“. ასევე პოლ გრინგრასი ვერ მოხვდა ნომინატთა სიაში „კაპიტან ფილიპსში“ შესრულებული როლისთვის, განსხვავებით ალექსანდრ პეინისგან (ფილმისთვის „ნებრასკა“)



ფაქტობრივად, ნომინაციების უმრავლესობა წინასწარ პროგნოზებს დაემთხვა, ის რომ „გრავიტაცია“ , "ამერიკული აფერა“ და „მონობის 12 წელი“ დომინანტი ფილმები იქნებოდნენ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ასევე მერილს სტრიპის ნომინირება ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის მარტინ სკორსეზეს წარდგენა არავისთვის იყო მოულოდნელი. მართალია არცერთი მათგან ამ ნომინაციებს არ იმსახურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით აკადემიის წევრები უპირობოდ გენიალურად აღიარებენ მათ ნებისმიერ ნამუშევარს.