ელეგანტური, ჰაეროვანი, დახვეწილი სილუეტითა და მდიდრული ქსოვილებით შემოსილი, ერთდროულად სექსუალურიც და ინფანტილურიც –ასეთია არაბული წარმოშობის, ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული დიზაინერის ელი სააბის ქალი. მისი კარიერია ლიბანიდან დაიწყო და ახლა მსოფლიო მოდის წამყვან ჩვენებებს იპყრობს. ის არის პირველი არაიტალიელი დიზაინერი, რომელმაც შეძლო იტალიის მოდის ეროვნული პალატის წევრი გამხდარიყო. მას იცნობენ და აფასებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები.
![]() |
| ელი სააბი |
კარიერა
პირველი აღიარება ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს ოსკარების ცერემონიალზე მოიპოვა. 2002 წელს ჰოლი ბერი, რომელსაც სწორედ ელი სააბის კაბა ეცვა გახდა პირველი ფერად კანიანი მსახობი რომელმაც ოსკარი აიღო, ხოლო თავად სააბი გახდა პირველი არაბული წარმოშობის დიზაინერი, რომლის კაბაც ოსკაროსან მსახიობს ემოსა.
![]() |
| ჰოლი ბერი ელი სააბის კაბაში |
2003 წლის მაისში ელი სააბი The Chambre Syndicale de la Haute Couture–ის ასოციაციის წევრი გახდა მათივე მიწვევით (ცნობისთვის ორგანიზაციის წევრების რაოდენობა შეზღდუულია, ასოციცაციაში მხოლოდ მოდის ის სახლები არიან გაერთიანებული, რომლებსაც საფრანგეთის სამრეწველო სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ ოტ კუწურის მოდის სახლის სტატუსი. ) მისი პირველი „Ready-to-wear“ კოლექციის ჩვენება 2006 წელს გაიმართა პარიზში, დიზაინერის მოდის სახლის ამ ხაზის ეპიცენტრად დღემდე პარიზი რჩება.

ბავშვობა
ელი სააბი ლიბანში, კერძოდ კი დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა 1964 წლის 4 ივლისს. ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როცა ტანსაცმლის დიზაინით დაინტერსედა, მაშინ როდესაც სხვა ბავშვები უბრალოდ სათამაშოებით თამაშობდნენ, მისმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ შესაძლოა მისგან მკერავი გამოსულიყო.
1981 წელს ის პარიზში მიემგზარვება და იწყებს მოდის შესწავლას, თუმცა მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როდესაც შეძლებდა უშუალოდ ტანსაცმლის დიზაინის შექმნას. ალბათ სწორედა ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო კვლავ ბეირუთში 1982 წელს და შეექმნა საკუთარი ატელიე.ის ამ ეტაპზე ძირითადად საღამოს კაბებსა და საქორწიბო კაბებს ქმნის. მისი ნამუშევრები იყო დასავლური და აღმოსავლური სტილის საოცარი ნაზავი. 1980–იან წლებში მისმა კოლექციამ ცნობილი ადამიანების ყურადღება მიიქცია, მათ შორის იყვნენ სამეფო გვარის წარმოამდგენლებიც, რამაც მისი რეპუტაცია ერთი–ორად გაზარდა.
ელი სააბის საფირმო სტილი სამოსის შექმნისას გამოიყენოს ძვირფასი ქვები, არშიები, მარგალიტები, ძვირფასი კრისტალები და აბრეშუმი მას ყველასგან გამოარჩევს და უნიკალურად აქცევს. 1990 წელს ის უფრო დიდ ატელის ქმნის და იწყებს შეკვეთების მიღებას პარიზიდან და შვეიცარიიდან.
1998 წელს ელი სააბი იწყებს მილანში ახალი ხაზის „ready-to-wear“–ის შექმნას. ამავე წელს მან კიდევ ერთი ჩვენება გამართა სამშობლოს გარეთ, ამჯერად მონაკოში. რომელსაც სამეფო ელფერი მისცა პრინცესა სტეფანის სტურმობამ. მისი კაბები ყოველთვის გამოირჩევა ელეგანტურობით, ასევე სახასიათოა ისიც, რომ სააბი ყველა კოლექციაში მინიმუმ 10 საქორწინო კაბას მაინც სთავაზობს მომხარებელს

მასალა მომზადებულია http://www.fashionmodeldirectory.com – ის მიხედვით.


No comments:
Post a Comment