ელეგანტური, ჰაეროვანი, დახვეწილი სილუეტითა და მდიდრული ქსოვილებით შემოსილი, ერთდროულად სექსუალურიც და ინფანტილურიც –ასეთია არაბული წარმოშობის, ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული დიზაინერის ელი სააბის ქალი. მისი კარიერია ლიბანიდან დაიწყო და ახლა მსოფლიო მოდის წამყვან ჩვენებებს იპყრობს. ის არის პირველი არაიტალიელი დიზაინერი, რომელმაც შეძლო იტალიის მოდის ეროვნული პალატის წევრი გამხდარიყო. მას იცნობენ და აფასებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები.
 |
| ელი სააბი |
ელი სააბს აქვს ატელიეები ბეირუთში ნიუ–იორკსა და პარიზში. მისი კოლექციები გლამურული და დახვეწილია. მის ნამუშევრებში იკითხება ექსპერიმენტები რომანტიზმისა და ფემინიზმის თემებზე, მისი კოლექციები ასევე გამორჩეულია ძვირფასი ქსოვილებით, ხელით ნაქარგი დახვეწილად დამუშავებული დეტალებით და მდიდრული ქვებითა და ბისერებით. მის კაბებს ატარებენ ისეთი ცნობილი ქალბატონები როგორებიც არიან: ჰოლი ბერი, ქრისტინა აგუილერა, კეტრინ ზეტა ჯონსი, ბიონსე, ელიზაბეტ ჰარლი. მერიონ კოტლიარდი, ანჯელინა ჯოლი და სხვები...