სერიალ „გრეის ანატომიის„ ვარსკვლავებმა ელენ პომპეომ და პატრიკ დემპსიმ ახალ 2
წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ტივი ლაინის ინფორმაციით, მსახიობები დათანხმდნენ
რომ სერიალის 11-ე და 12-ე სეზონში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 10 სეზონია
გადაღებული, თუმცა ის ფაქტი, რომ სერიალის
ორი მთავარი ვარსკლვლავი კონტრაქტის გაგრძელებაზე თანახმაა, სერიალის ფანებს იმედს
აძლევს რომ მინიმუმ ორ ახალ სატელევიზიო სეზონს
ვიხილავთ.
სერიალი „გრეის
ანატომია“ ეიბისის ეთერში 2005 წლიდან გადის. 2013 წლის ოქტომბერში პატრიკ დემპსიმ
მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სერიალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი
ინფორმაციით სერიალის შემქნელი შონდა რაიმსი გუნდთან ერთად რჩება.
„ვფიქრობ ძალიან გასაგები იყო, როგორც
ტელეკომპანია ეიბისის, ასევე შონდა რაიმსის მოსაზრებაც, რომ ისინი სერიალზე
მუშაობას აგრძელებენ, ამაში არაფერია გასაკვირი, თუ გავიხსენებთ მაგალითად სერიალ "სასწრაფოს", რომელიც 15 წელი გადიდოდა სატელევიზიო სივრცეში. „-ამბობს მსახიობი
პატრიკ დემპსი.
23 იანვარი, 2014 წელი
მასალა მომზადებულია www.cosmopolitan.com მიხედვით

No comments:
Post a Comment