Showing posts with label ელენ პომპეო. Show all posts
Showing posts with label ელენ პომპეო. Show all posts

Friday, January 24, 2014

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავებმა ელენ პომპეომ და პატრიკ დეპმსიმ ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი



    სერიალ „გრეის ანატომიის„  ვარსკვლავებმა ელენ პომპეომ და პატრიკ დემპსიმ  ახალ  2 წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ტივი ლაინის ინფორმაციით, მსახიობები დათანხმდნენ რომ სერიალის 11-ე და 12-ე სეზონში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას.    
   ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 10 სეზონია გადაღებული,  თუმცა ის ფაქტი, რომ სერიალის ორი მთავარი ვარსკლვლავი კონტრაქტის გაგრძელებაზე თანახმაა, სერიალის ფანებს იმედს აძლევს რომ მინიმუმ ორ ახალ  სატელევიზიო სეზონს ვიხილავთ.
 სერიალი „გრეის ანატომია“ ეიბისის ეთერში 2005 წლიდან გადის. 2013 წლის ოქტომბერში პატრიკ დემპსიმ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სერიალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი ინფორმაციით სერიალის შემქნელი შონდა რაიმსი  გუნდთან ერთად რჩება.