Friday, January 31, 2014

გასახდომი ვარჯიშები საქმიანი ქალებისთვის

ეს მარტივი ვარჯიშები განკუთვნილია საქმიანი ქალბატონებისათვის, რომლებსაც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის დრო არ აქვთ. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ რთული სამუშაო დღის შემდეგ, 1 საათს ფიზიკურ აქტივობას დაუთმობთ, თუმცა ეს არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ვარჯიშის 6 ილეთს, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წუთი და არ იქნება საჭირო სპეციალური სპორტული აღჭურვილობა.თითოეული მოძრაობა უნდა შეასრულოთ 60 წამის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ წამზომი. ყოველი ილეთის შესრულების შემდეგ, შეისვენეთ 30 წამი და გადადით მომდევნო მოძრაობაზე.

1. ბუქნი - ჩაიბუქნეთ ისე, რომ მუხლებში მხოლოდ 90 გრადუსით მოიხაროთ და შემდეგ ისევ გასწორდით. აღნიშნული მოძრაობა გაიმეორეთ 1 წუთის განმავლობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც შეძლებთ




2. მოძრაობა გვერდით - მარცხენა ფეხი მხრების გასწვრივ გადადგით მარცხენა მხარეს, ხელები ამ დროს უნდა იყოს მკერდის პარალელურად ისე, როგორც სურათზეა გამოსახული. მარჯვენა ფეხი ამ დროს უნდა მოხაროთ 90 გრადუსით. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და შეასრულეთ იგივე ვარჯიში ახლა უკვე მეორე მხარეს.



3. აზიდვა - დაწექით გულმკერდით, მოხარეთ ხელები იდაყვებში და ოდნავ აწეული ფეხები გადააჯვარედინეთ ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული. შეასრულეთ იმდენი აზიდვა, რამდენსაც 1 წუთის განმავლობაში შეძლებთ.


4. აზიდვა 2 - დაწექით გულმკერდით იატაკისკენ. იდაყვებით დაეყრდენით იატაკს, ფეხები მიადგით ერთმანეთს, ხოლო ფეხის ცერები მოათავსეთ იატაკზე და შეასრულეთ იმდენი აზიდვა, რამდენსაც 1 წუთის განმავლობაში შეძლებთ. 


5. მოძრაობა "მთამსვლელი" - დაიწყეთ მორბენალის პოზიციიდან, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები და შეუნაცვლეთ ერთმანეთს ფეხების მდგომარეობა. მოძრაობები  შეასრულეთ 1 წუთის განმავლობაში.



6. მოძრაობა "მოციგურავე" - მარჯვენა ფეხი დადგით წინ, ხოლო მარცხენა გაჭიმეთ უკან, როგორც ეს სურათზე ჩანს, მარჯვენა ხელი მოხარეთ ისე, რომ იდაყვი იყოს უკანა მხარეს, ხოლო მარცხენა ხელის იდაყვი - წინა მხარეს. იგივე მოძრაობა შეასრულეთ მეორე მხარესაც და გაიმეორეთ მოძრაობები 1 წუთის განმავლობაში.


No comments:

Post a Comment