Showing posts with label ვარჯიში. Show all posts
Showing posts with label ვარჯიში. Show all posts

Friday, January 31, 2014

გასახდომი ვარჯიშები საქმიანი ქალებისთვის

ეს მარტივი ვარჯიშები განკუთვნილია საქმიანი ქალბატონებისათვის, რომლებსაც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის დრო არ აქვთ. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ რთული სამუშაო დღის შემდეგ, 1 საათს ფიზიკურ აქტივობას დაუთმობთ, თუმცა ეს არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ვარჯიშის 6 ილეთს, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წუთი და არ იქნება საჭირო სპეციალური სპორტული აღჭურვილობა.თითოეული მოძრაობა უნდა შეასრულოთ 60 წამის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ წამზომი. ყოველი ილეთის შესრულების შემდეგ, შეისვენეთ 30 წამი და გადადით მომდევნო მოძრაობაზე.

1. ბუქნი - ჩაიბუქნეთ ისე, რომ მუხლებში მხოლოდ 90 გრადუსით მოიხაროთ და შემდეგ ისევ გასწორდით. აღნიშნული მოძრაობა გაიმეორეთ 1 წუთის განმავლობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც შეძლებთ


Wednesday, January 22, 2014

Victoria`s Secret – ის მოდელის, Doutzen Kroes – ის რჩევები

Victoria`s Secret - ის მოდელი, Doutzen Kroes – ი, პირად მწვრთნელთან ერთად, Youtube  –ზე ვარჯიშების ვიდეოებს აქვეყნებს. მისი თქმით, ვიდეოში ასახული ვარჯიშები, სექსუალური ფიგურის შექმნასა და შენარჩუნებას ხელს უწყობს.