Thursday, February 6, 2014
Wednesday, February 5, 2014
რა ჩავიცვათ პაემანზე - რჩევები მოდის მიმდევრებისგან
ყველა ქალი დგება რთული დილემის წინაშე - რა ჩაიცვას პირველ პაემანზე. ეს საკითხი სანერვიულო სულაც არ არის, თუ შემოქმედებითად და, ამავდროულად, პრაქტიკულად მიუდგებით. იდეების გენერირებაში ეს სტატია დაგეხმარებათ.
1. ოლივია პალერმო გვირჩევს, რომ პაემანზე ჩავიცვათ შავი მოკლე შორტი, თეთრი პიჯაკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ფერიც, უმჯობესია, მაისურის ფერს შეესაბამებოდეს.
1. ოლივია პალერმო გვირჩევს, რომ პაემანზე ჩავიცვათ შავი მოკლე შორტი, თეთრი პიჯაკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ფერიც, უმჯობესია, მაისურის ფერს შეესაბამებოდეს.
დაამსხვრიე სტერეოტიპები - 20 რჩევა მოდის მიმდევრებისთვის
მოდის მიმდევრების ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს ფერებისა და სამოსის ერთმანეთთან შესაბამისობასთან დაკავშირებით და, ხშირ შემთხვევაში, ჭრელი ფერებისა და სპორტულ-კლასიკური სამოსის ერთად ჩაცმას თავს არიდებენ. თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ ზოგიერთი წესი, რომელიც გემოვნებიანად ჩაცმას უკავშირდება, განახლებას საჭიროებს და თქვენ თამამად შეგიძლიათ დაამსხვრიოთ მითები იმის შესახებ, რომ...
1. ვერცხლისფერი და ოქროსფერი სამკაულები ერთდროულად არ უნდა გაიკეთოთ. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ სცადოთ მათი ერთდროულად მოხმარება, მაგალითად ისე, როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული.
მოდური ფეხსაცმელები ამჯერად კამერონ დიასისგან
ცნობილმა მსახიობმა კამერონ დიასმა Pour La Victoire –ს ბრენდთან ერთად საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი შექმნა. მსახიობი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა Pour La Victoire – ს დიზაინერებთან ერთად. თუმცა დიასი ამბობს, რომ ის კოლექციის სახე არ იქნება. "მინდა , რომ ეს ფეხსაცელი იყიდონ არა იმიტომ, რომ მას მე ჩავიცვამდი, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი სტილია." –ამბობს მსახიობი.
10 ყველაზე მოდური რუსი ქალბატონი
ჟურნალი "Harpersbazaar" სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით ცნობილი რუსი ქალბატონების მოდური ლუქების ათეულს გვთავაზობს. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ მათ სტილს
10 რამ, რაც ზრდასრულ ქალბატონს უნდა ქონდეს
30 წლამდე ქალს მეტი თავისუფლება აქვს, მას შეუძლია ექსპერიმენტები ჩაატაროს როგორც თავის გარეგნობაზე, ასევე სტილსა თუ თმის ფერზე. ეს ნორმალურიცაა და არც არავისთვის იქნება გასაკვირი.
Tuesday, February 4, 2014
Oscar - ის ნომინანტები "Vanity Fair" – ის ფოტოსესიაში
Monday, February 3, 2014
კირა ნაითლი Vogue - ს ობიექტივში
მსახიობი კირა ნაითლი ვოგის ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. სხვადასხვა სახასიათო ფოტოსესიებით და საინტერესო გმირებით ის ჟურნალის მკითხველს კვლავ შთამბეჭდავ ფოტოებს სთავაზობს. კირა ნაითლის დებიუტი ჟურნალ "ვოგიში" 2003 წელს შედგა, მას შემდეგ მსახიობი ერთგვარ მოდურ ქამელეონად იქცა , რომელიც ერთი როლიდან მეორეში მუდმივად წარმატებით გარდაიქმენება. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ კირა ნაითლის ფოტოების არქივს, რომელსაც ჟურნალი ვოგი ინახავს.
ახალი სუნამო Balmain – სგან
ბალმეინის ახალი სუნამო "Extatic" ისეთივე მკვეთრი და სექსულაურია, როგორც ზოგადად ამ მოდის სახლის კოლექციებისთვისაა დამახასიათებელი. ეგზოტიკური ყვავილები, შავი ჟასმინი, სიყვარულის ყვავილი ორქიდეა და შოკოლადი – სწორედ ესაა ბალმეინის ახალი სუნამოს არომატის საიდუმლო. სუნამოს შეძენა უკვე შესაძლებელია პარფიუმერულ მაღაზიებში და მისი საწყისი ფასი 85 ევროა.
Friday, January 31, 2014
გასახდომი ვარჯიშები საქმიანი ქალებისთვის
ეს მარტივი ვარჯიშები განკუთვნილია საქმიანი ქალბატონებისათვის, რომლებსაც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის დრო არ აქვთ. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ რთული სამუშაო დღის შემდეგ, 1 საათს ფიზიკურ აქტივობას დაუთმობთ, თუმცა ეს არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ვარჯიშის 6 ილეთს, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წუთი და არ იქნება საჭირო სპეციალური სპორტული აღჭურვილობა.თითოეული მოძრაობა უნდა შეასრულოთ 60 წამის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ წამზომი. ყოველი ილეთის შესრულების შემდეგ, შეისვენეთ 30 წამი და გადადით მომდევნო მოძრაობაზე.
1. ბუქნი - ჩაიბუქნეთ ისე, რომ მუხლებში მხოლოდ 90 გრადუსით მოიხაროთ და შემდეგ ისევ გასწორდით. აღნიშნული მოძრაობა გაიმეორეთ 1 წუთის განმავლობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც შეძლებთ
ყველაზე სექსუალური მამაკაცები ჟურნალ ”გლამურის” მიხედვით
Thursday, January 30, 2014
Game of Thrones ბრუნდება !
ამერიკული ტელეარხის HBO-ს ეპიკური სერიალი სამეფო კარის თამაშები ტელეეთერში 2014 წლის აპრილიდან ბრუნდება. სერიალის შემქმნელებმა უკვე გაავრცელეს 4–ე სეზონის თრეილერი და დაანონსეს, რომ 4–ე სეზონის პირველი სერია ექსკლუზიურად HBO-ს ეთერში 1 აპრილს 9 საათზე გავა.
ამ დრომდე მაყურებელს სერიალის 3 სეზონი და 30 სერია აქვს ნანახი, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სერიალს მსოფლიო აღიარება მოეპოვებინა. "სამეფო კარის თამაშები" ასევე გახდა "ოქროს გლობუსის" ნომინანტი საუკეთესო სერიალის კატეგორიაში, ხოლო მსახიობი პიტერ დინქლეიჯი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს გლობუსით დააჯილდოვეს.
Wednesday, January 29, 2014
მოდური ფეხსაცმელები სარა ჯესიკა პარკერისგან
მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი შექმნა. კოლექციაში 47 ფეხსაცმელია წარმოდგენილი და მათი საწყისი ფასი 195$–ია.
რაც შეეხება დიზაინს, მსახიობი ამბობს რომ კოლექციის შექმნისას მისთვის შთაგონების წყარო ბავშვობა და მასთან დაკავშირებული ნივთები იყო. "მე ხარისხისა და გამძლეობის მიხედვით ვაფასებ ფეხსაცმელს და იმედია ჩემ მიერ შექმნილი მოდელები სწორედ ასეთი იქნება. " – ამბობს მსახიობი.
Subscribe to:
Posts (Atom)









.jpg)
.jpg)




















