Saturday, January 25, 2014
Friday, January 24, 2014
ჯონი დეპის გზა უცნობი მსახიობობიდან - ჰოლივუდამდე
მას
არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორისაა სერიოზული („ხელმაკრატელა ედვარდი“, „რას
მიირთმევს გილბერტ გრეიფი“ ), რომანტიკული („შოკოლადი“, „ნევერლენდის ძიებაში“) და
კომედიური ბლოკბასტერები („კარიბის ზღვის მეკობრეები“).
ჯონი
დეპის გზა უცნობი მსახიობობიდან - ჰოლივუდის მეფობამდე -ჟურნალი „Vanity Fair“- ის ექსკლუზიურ ფოტო რეპორტაჟში.
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავებმა ელენ პომპეომ და პატრიკ დეპმსიმ ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი
სერიალ „გრეის ანატომიის„ ვარსკვლავებმა ელენ პომპეომ და პატრიკ დემპსიმ ახალ 2
წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ტივი ლაინის ინფორმაციით, მსახიობები დათანხმდნენ
რომ სერიალის 11-ე და 12-ე სეზონში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 10 სეზონია
გადაღებული, თუმცა ის ფაქტი, რომ სერიალის
ორი მთავარი ვარსკლვლავი კონტრაქტის გაგრძელებაზე თანახმაა, სერიალის ფანებს იმედს
აძლევს რომ მინიმუმ ორ ახალ სატელევიზიო სეზონს
ვიხილავთ.
სერიალი „გრეის
ანატომია“ ეიბისის ეთერში 2005 წლიდან გადის. 2013 წლის ოქტომბერში პატრიკ დემპსიმ
მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სერიალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი
ინფორმაციით სერიალის შემქნელი შონდა რაიმსი გუნდთან ერთად რჩება.
"Cosmopolitan"-ის რჩვევები: 7 რამ რაც გარდერობში უნდა გქონდეთ და რაც ყველას უხდება
ტანსაცმლის არჩევისას ხშირად გიფიქრიათ რომ ეს თქვენი ფიგურისთვის არაა შექმნილი?- ის უფრო მაღალ, ან უფრო გამხდარი გოგონას მოუხდებოდა. მაგრამ ნუ მისცემთ მოდას უფლებას შეგზღუდოთ, არსებობს ისეთი ტანსაცმელი, რისი მოხდენაც ყველანაირი აღნაგობის მქონე ადამიანს შეუძლია და აი ისინიც კოსმოსგან :
1. ასიმეტრიული მოკლე ქვედაბოლო.
Thursday, January 23, 2014
2014 წლის ოსკარის ნომინაციების გამარჯვებულები, დამარცხებულები და შავი ცხენები
ოსკარების ნომინატთა დასახელება, ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე. არც 2014 წელი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. რობერტ რედფორდისა და ტომ ჰენქსის ნომინაციების მიღმა აღმოჩენა მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის, მაშინ როცა ლეონარდო დიკაპრიო და რაც კიდევ უფრო მოულოდნელი იყო კრისტიან ბეილი არიან ნომინატთა სიაში ამის ნათელი მაგალითია. საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში არ წარადგინეს ემა ტომპსონი (ფილმისთვის გადავარჩინოთ მისტერ ბენქსი) მაგრამ წარადგინეს მერილ სტრიპი ფილმისთვის „აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო“. ასევე პოლ გრინგრასი ვერ მოხვდა ნომინატთა სიაში „კაპიტან ფილიპსში“ შესრულებული როლისთვის, განსხვავებით ალექსანდრ პეინისგან (ფილმისთვის „ნებრასკა“)

ფაქტობრივად, ნომინაციების უმრავლესობა წინასწარ პროგნოზებს დაემთხვა, ის რომ „გრავიტაცია“ , "ამერიკული აფერა“ და „მონობის 12 წელი“ დომინანტი ფილმები იქნებოდნენ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ასევე მერილს სტრიპის ნომინირება ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის მარტინ სკორსეზეს წარდგენა არავისთვის იყო მოულოდნელი. მართალია არცერთი მათგან ამ ნომინაციებს არ იმსახურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით აკადემიის წევრები უპირობოდ გენიალურად აღიარებენ მათ ნებისმიერ ნამუშევარს.

ფაქტობრივად, ნომინაციების უმრავლესობა წინასწარ პროგნოზებს დაემთხვა, ის რომ „გრავიტაცია“ , "ამერიკული აფერა“ და „მონობის 12 წელი“ დომინანტი ფილმები იქნებოდნენ ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ასევე მერილს სტრიპის ნომინირება ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის მარტინ სკორსეზეს წარდგენა არავისთვის იყო მოულოდნელი. მართალია არცერთი მათგან ამ ნომინაციებს არ იმსახურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით აკადემიის წევრები უპირობოდ გენიალურად აღიარებენ მათ ნებისმიერ ნამუშევარს.
Wednesday, January 22, 2014
ელი სააბი ბეირუთიდან – მსოფლიო მოდის მექამდე
ელეგანტური, ჰაეროვანი, დახვეწილი სილუეტითა და მდიდრული ქსოვილებით შემოსილი, ერთდროულად სექსუალურიც და ინფანტილურიც –ასეთია არაბული წარმოშობის, ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული დიზაინერის ელი სააბის ქალი. მისი კარიერია ლიბანიდან დაიწყო და ახლა მსოფლიო მოდის წამყვან ჩვენებებს იპყრობს. ის არის პირველი არაიტალიელი დიზაინერი, რომელმაც შეძლო იტალიის მოდის ეროვნული პალატის წევრი გამხდარიყო. მას იცნობენ და აფასებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები.
![]() |
| ელი სააბი |
Subscribe to:
Posts (Atom)















































